ᲪᲝᲢᲐ ᲠᲐᲛ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ორგანიზაციაში
შპს. "ეგო სტილი" წარმოადგენს არქიტექტურულ საპროექტო ორგანიზაციას. იგი შეიქმნა 2013 წლის 17 აპრილს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების სრულ პაკეტს, რომელშიც შედის, როგორც კონსტრუქციული მხარე და გეოდეზიური სამუშაოები, ისე პროექტის არქიტექტურული დამუშავება. გარდა ამისა, დამატებით შეგვიძლია შემოგთავაზოთ ინტერიერის დიზაინიც. შპს. ეგო სტილში გელით მაღალ-პროფესიული მომსახურება და ხარისხიანი პროდუქტი.
ჩვენი მომსახურება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
1. პროექტის ესკიზის შექმნა.
2. მიწის ნაკვეთის (მ.ნ.ს.გ.პ.) გამოყენების პირობების შესახებ ნებართვის მიღება.
3. პროექტის შეთანხმება.
4. მშენებლობის ნებართვის მიღება.
5. ბინების რეგისტრაცია.
6. საჭიროების შემთხვევაში პროექტზე ზედამხედველობა.
ორგანიზაციის დანიშნულებაა მაღალხარისხიანი არქიტექტურული პროექტების შექმნა როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური კუთხით. ჩვენი მიზანია დამკვეთის სურვილების მაქსიმალური გათვალისწინება მათი კრეატიულ გადაწყვეტასთან მორგებით.